სამართალი
სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს, ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, მარეკ დუდაევი მშობლიურ სოფელში მიტოვებული შენობის მეორე სართულზე მოკლული იპოვეს, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გამოცემა წერს, რომ მარეკ დუდაევი 2004 წლის 18 მარტს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სპეცრაზმმა დააკავა. აყვანის ოპერაციის დროს დუდაევს შვიდი ტყვია მოხვდა, თუმცა გადარჩა.  მას 2005 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2013 წლის 7 ივნისს ამნისტიით გაათავისუფლეს.