პოლიტიკა
მოქმედი პრეზიდენტი არასდროს გამორიცხავს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. მოდი, აქვე ვთქვათ, რომ მე დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ; ჩემი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები განპირობებულია ჩემი უაღრესი სიყვარულით ჩემი ქვეყნის მიმართ", — განაცხადა მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „არჩევანში“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი ფასეულობებიდან გამომდინარე, ღიად განაცხადა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. რომელს შეუძლია ჩემთვის რაიმეს წარდგენა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თუქართული ოცნებიდან"? „ევროპული საქართველო" ახლა გაემიჯნა მიშას, წასული რომ არის მიშა უცხოეთში. მაშინ ვერავინ ბედავდა წასვლას, აქ რომ იყო. თუქართული ოცნება" წარმიდგენს მე რამეს?" — განაცხადა მარგველაშვილმა წამყვანის სიტყვების საპასუხოდ, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად სითამამე არ ჰყოფნის.
ამასთან, მარგველაშვილმა მმართველ პარტიას ფასეულობების ღალატში დასდო ბრალი. გუნდის ცვლილება კი არ არის პრობლემა, არამედ ღირებულებების ცვლილებაა პრობლემა. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ადამიანების ციხეში ჩასმა იმის გამო, რომ ორი ქათამი მოიპარა და ოცი წელიწადი არ უნდა მისცე, ამის მერე შენ მე არ უნდა მაკრიტიკებდე ადამიანების ციხიდან გამოშვებაზე. როცა ვამბობდით, რომ "ნუ გვისმენ", ამის მერე შენ მე არ უნდა მაკრიტიკებდე, რომ მე არ მომწონს კანონი მოსმენების შესახებ!", — განაცხადა მარგველაშვილმა.