საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 21% ოჯახის შემოსავლად 300-500 ლარს ასახელებს

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22%-ის დანახარჯი გასულ თვეში 301-500 ლარი იყო, ხოლო 21%-მა ამდენივე შემოსავლად დაასახელა.
გამოკითხულთა 3% პროცენტი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის დანახარჯი და შემოსავალი 1600 ლარზე მეტია.
გამოკითხულთა 1%-ის თქმით, შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ხოლო 11%-ის შემოსავალი და დანახარჯი 180 ლარამდეა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.