აქტუალური
კალაძეს ჩინოვნიკების ხელფასების გამო თავის მართლებამ მოუწია

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახ კალაძემ ოპოზიციას უპასუხა, რომელმაც ის 2018 წლის 1 იანვრიდან ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაორმაგებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერს „ქამრების შემოჭერის“ შესახებ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2018 წელს ხელფასი ერთი თეთრითაც არ გაზრდილა, მხოლოდ დასახელება შეიცვალა. უბრალოდ, ხელფასი და დანამატი, რომელსაც საჯარო მოხელეები ცალცალკე იღებდნენ, გაერთიანდა და ხელფასი დაერქვა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ხელფასისა და დანამატის გაერთიანება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებისგან გამომდინარე გახდა საჭირო, განაცხადა თბილისის საკრებულის თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
თითოეული სახელმწიფო მოხელე ხელფასს იმ ოდენობით მიიღებს, რომელიც ბოლო წლებში იყო დადგენილი. საკრებულოში ხელფასების გაზრდის ან გაორმაგების  საკითხი კი არა, არამედ მხოლოდ ხელფასისა და დანამატის გაერთიანების საკითხი განიხილება“, – აღნიშნა ტყემალაძემ. 
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია.
როდესაც კანონი საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი არასამართლიან და უკანონო სახელფასო სისტემას დააკანონებს, რომელიცქართულმა ოცნებამდიდხანია, უკვე შექმნა“, – განაცხადა საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა  ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე.
2018 წლის 1 იანვრიდან  პრემია გაუქმდა და ჩინოვნიკები ხელფასს და დანამატს არა დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მიიღებენ, არამედ  თანამდებობრივი კლასის თანახმად. საქართველოში მოხელეთა სულ 12 კლასი არსებობს.