უცხოეთი
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 18 იანვარს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.
მოლაპარაკებას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ეუთო-ს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს 1992 წლიდან ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში სომხეთი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, აზერბაიჯანი კი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მოითხოვს.

1tv.ge