საზოგადოება
პოროშენკოს წერილები ФСБ-ში - ნამდვილია, ამიტომ "რუსთავი 2" ბოდიშს არ მოიხდის - ნოდარ მელაძე

      საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (რომელმაც „ФСБ-ში პეტრო პოროშენკოს განცხადების“ ფოტო გამოაქვეყნა) საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებას და რადიოსადგურ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება.
ФСБ-ში პეტრო პოროშენკოს განცხადების ფოტო, რომელშიც ის უარს ამბობს, რაიმე საერთო იქონიოს ანტირუსულ საქმიანობასთან, ქართულ ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა. ჩვენ ვალდებული არ ვართ, დავასახელოთ წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოგვაწოდა“, - ხაზი გაუსვა ნოდარ მელაძემ.
საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ თუკი ვინმეს დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია, გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩაატაროს. ამასთან, მელაძემ დასძინა, რომ „“რუსთავი 2“-ის განკარგულებაშია არა პეტრო პოროშენკოს განცხადების დედანი, არამედ დოკუმენტის ფოტოასლი, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა“.