სამართალი
საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ხობი-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. (იხ. Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან).
ავარიის მომენტში მანქანაში სამხედრო პოლიციის ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა სერიოზული ტრავმები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, სამხედრო პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენს დაეჯახა. მომხდარის მიზეზები დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება.