აქტუალური
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის 10 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ფასიანი ქაღალდები 182-დღიანი ვადით გაიყიდა.
აუქციონში ხუთი კომერციული ბანკი მონაწილეობდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნა 57 000 000 ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7,300 პროცენტით, მაქსიმალური - 7,400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,381 პროცენტით განისაზღვრა.