უცხოეთი
ავსტრალიაში პირველი გეი წყვილი დაქორწინდა

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემდეგ, პირველი გეი წყვილი დაქორწინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავსტრალიელი ათლეტმა, 23 წლის ლუკ სალივანმა და 29 წლის ქრეიგ ბარნსმა ბეჭდები გაცვალეს. ლუკისა და ქრეიგის ქორწინების შემდეგ, იმავე ადგილას პირველი ლესბოსელი წყვილის ქორწილიც ოფიციალურად გაფორმდა.
ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 5 დეკემბერს დაკანონდა, ახალი რეგულაცია ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
"ქორწინება ყველას" ამ ლოზუნგით დაწყებული მოძრაობა და კანონპროექტი კანონიერად ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო.
ახალი რეგულაციების თანახმად, ლგბტ თემის წევრები ჰეტეროსექსუალი წყვილების მსგავსი უფლებებით ისარგებლებენ, როდესაც საქმე სამოქალაქო ქორწინებას შეეხება.
ჰომოსექსუალებს ავსტრალიაში მანამდე ქორწინების უფლება ჰქონდათ, თუმცა, რეგისტრირდებოდნენ, როგორც მხოლოდ "ერთსქესიანთა პარტნიორობის" ფორმით, მაგრამ ასეთი კავშირები ჰეტეროსექსუალურ ქორწინებასთან შედარებით, ნაკლები უფლებების მქონე იყო.

imedinews.ge