სამართალი
პოლიციამ შვილის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ამ დრომდე უმძიმესია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალბატონის მდგომარეობა. მას თავის არეში ნაჯახით ჭრილობა მეუღლემ მიაყენა. შემთხვევა სამეგრელოში, სოფელ ხაბუმეში მოხდა. მამამ ნაჯახით საკუთარი შვილი მოკლა და მძიმედ დაჭრა თავისი მეუღლე.
66 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ ეზოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. სწორედ ამის გამო დაკავებული, სავარაუდოდ, ქუთაისის რაიონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაშია გადაყვანილი.