საზოგადოება
2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. 2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18, 8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გასული წლის იანვარ-დეკემბერში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3 478 932 შეადგინა, რაც 27,9%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-დეკემბრის მაჩვენებელზე.
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) და ირანიდან 322,938 (+118.3%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც, საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო (+39.9%), ნიდერლანდები (+31.1%), ესპანეთი (+29.9%), საფრანგეთი (+29.6%) და გერმანია (+25.7%).
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 600 004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113 402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234 969 შეადგინა, რაც 56 591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.