პოლიტიკა
სააკაშვილის განაჩენი სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს - მარგველაშვილი სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზე ლაპარაკობს

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და სასამართლოს და პროკურატურას აკრიტიკებს. მარგველაშვილი განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ შეწყალების მუხლის გამოყენება არასწორი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო.
დღეს შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა.
საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ შეკითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების, რომელიც გააჩნია ძალთა დაბალანსები თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ პრეროგატივების შესუსტებას, -აცხადებს მარგევლაშვილი.