აქტუალური
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თოდუას სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაიტარა და საპატრიარქოში დაბრუნდა

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს თოდუას სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდა.
უწმინდესის მკურნალი ექიმის ცისანა შარტავა ინფორმაციით, გამოკვლევის პასუხები დამაკმაყოფილებელია და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, უწმინდესი უკვე დაბრუნდა საპატრიარქოში.
გამოკვლევებზე ვიყავით, გეგმური გამოკვლევები ცოტა წინ გადმოვწიეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგი მონაცემებია. თვითონაც თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევისთვის მისულები ვიყავით და წამოვედით, უწმინდესი უკვე სახლში ბრძანდება. მსუბუქი მკურნალობა გრძელდება ბრონქიტის გამო და დანარჩენი ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. ძალიან დადებითი დინამიკაა, მკვეთრად გამოხატული", - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.