აქტუალური
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ „კლინტონების ოჯახის ფონდთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (ФБР) კლინტონების საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას Hill სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამომძიებლებს ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ფონდის საქმიანობის დეტალები აინტერესებთ.
ფედერალური ბიურო ცდილობს, გაარკვიოს, გაუწია თუ არა სახელმწიფომ დახმარება „დონორებს“ შემოწირულობების გაკეთების შემდეგ.
გარდა ამისა, ორგანიზაცია შემოწმდება საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
კლინტონების ოჯახის ფონდი Clinton Foundation აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა 1997 წელს დააფუძნა.