უცხოეთი
უკრაინელი დეპუტატი - სასამართლოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სააკაშვილის საქართველოში დეპორტაციას

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თბილისის სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი გზას უხსნის სამშობლოში მის დაუყოვნებლივ დეპორტაციას.
ეს განცხადება რადას დეპუტატმა, “რადიკალური პარტიის” წევრმა იგორ მოსიიჩუკმა გააკეთა.
„სააკაშვილს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის რანგში, მან სამი მსჯავრდებული, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა. სასამართლოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სააკაშვილის საქართველოში დაუყოვნებლივ დეპორტაციას”, – წერს მოსიიჩუკი “ფეისბუქის” გვერდზე.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

1tv.ge