სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს ეცნობა

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ექსპერტი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატთან ერთად მივიდა კლინიკაში. ის ასევე გეგმავს პანკისში იმ ბინაში ჩასვლას, სადაც შემთხვევა მოხდა.
”აუცილებელია პანკისის ხეობაში ჩასვლა და დათვალიერება. საგამოძიებო ორგანოები იქ დიდ ცვლილებას არ შეიტანდნენ, მე ვიცი, კრიმინალისტები მუშაობენ აკურატულად, თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ მოწმენდა. უნდა დადგინდეს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სხეული დაზიანების დროს”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ მძიმეა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერთან უკვე შედგა მოლაპარაკება მაჩალიკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით. კლინიკის ექიმების ინფორმაციით, მათ მოითხოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტის შესახებ, რაც გადაეცემა თურქულ კლინიკას. ეს კლინიკა კი 48 საათში იტყვის, მიიღებს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ.
1tv.ge