აქტუალური
საქართველომ 2018 წელს რუსულ აირზე უარი თქვა და მთლიანად აზერბაიჯანულზე გადავიდა

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით 2018 წლის ბუნებრივი აირის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.
ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს - „სოკარისგან“, 813,9 მილიონ კუბურ მეტრს „შაჰ-დენიზიდან“ მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.
შეგახსენებთ, რომგაზპრომთანგაფორმებული ახალი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებს. თუმცა, მოლაპარაკების დეტალები და კონკრეტული თანხა ცნობილი არ არის.