უცხოეთი
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ-ში 15 წლის მანძილზე ყველაზე ცოტა დევნილი მიიღეს

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 022 ათასი დევნილი მიიღეს, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას გამოცემა USA Today  სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის განმავლობაში 70 ათასიდან 80 ათასამდე დევნილს იღებდნენ.
დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ წინასააარჩევნო კამპანიის პერიოდში პირობას დებდა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებდა. პრეზიდენტად არჩევიდან ერთი კვირის შემდეგ კი მან დევნილთა მიღების პროგრამა 120 დღით შეაჩერა.

1tv.ge