სამართალი
ინტერპოლის მიერ ძებნილთა 39% ეროვნებით ქართველია

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, ინტერპოლის საძიებო სისტემაში 160 ძებნილი ფიქსირდება. მათგან 63 ადამიანი ეროვნებით ქართველია, სამი მათგანი კი ქალია, იუწყება imedinews.ge
ძებნილებს ბრალი ტრეფიკინგში, საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ედებათ.
ძებნილთა შორის ყველაზე პატარა 21 წლის ნამიგ ჰუსეინოვია (სხეულის განზრახ დაზიანება და ხულიგნობა), ყველაზე ხანდაზმული კი - 79 წლის ასლან აბაშიძე (ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მითვისება ან გაფლანგვა).
27 შემთხვევაში საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხება. ყველაზე ხშირად ქართველები საზღვრის უკანონოდ კვეთისა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის იძებნებიან.
ინტერპოლის საძიებო სისტემის მიხედვით, 63 ძებნილიდან ყველაზე მეტი - 28 ქართველი რუსული მხარის მიერ იძებნება.
რაც შეეხება, უგზოუკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს: ინტერპოლის ვებგვერდზე ეროვნებით ქართველი 18 ადამიანი იძებნება. მათ შორის ყველაზე პატარა 10 წლის დანიელ მუხულიშვილია (გაუჩინარების ადგილი: კვიპროსი, 2015 წელი). ასაკით ყველაზე დიდი კი 62 წლის ვლადიმირ ხოშბეკიანია (გაუჩინარების ადგილი: რუსეთი, 2011 წელი).