სამართალი
უხუცესთა საბჭოს წევრი სპეცოპერაციაზე საკუთარ განცხადებას შეცდომად აფასებს

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. წამომცდარ ერთ სიტყვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ექნება ოჯახს პროტესტი, თუ იმ დონით არ მიმართე და არ დაიწყე საუბარი, - განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა სუს-ის მასალების გაცნობის შემდეგ გაკეთებული საკუთარი კომენტარის შეფასებისას. ის აქამდე გაკეთებულ განცხადებას შეცდომად აფასებს.
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის „ჩათრევა“ მოხდა. ელიზბარ მარგოშვილის თქმით, შეფასებების დროს შეცდა და ოჯახთან შეხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ მათ ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ეს არის შემთხვევით წამოცდენილი სიტყვა, შემთხვევითი სიტყვაა და მინდოდა შელამაზებით, კოხტად მეთქვა ეს სიტყვა, მაგრამ ძალიან ცუდად გამომივიდა, - განაცხადა ელიზბარ მარგოშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარდა. სუს-მა სულ 5 პირი დააკავა. ყველა მათგანს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.