სამართალი
სამართალდამცველებმა რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს; კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის არაკანონიერად გაქირავებისთვის, მცდარი ხარჯთაღრიცხვისა და თანხის მითვისებისთვის სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს.