საზოგადოება
„საქინფორმის“ 2014 წლის პროგნოზი დადასტურდა - ყაზბეგი იღვიძებს!

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის 24 მაისს, „საქინფორმის“ პუბლიკაციაში „რა მოხდა სინამდვილეში და რა შეიძლება მოხდეს დარიალის ხეობაში - ბუნებრივი კატაკლიზმები კავკასიაში პოლიტიკური კატაკლიზმების პროვოცირებას მოახდენს“ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ამტკიცებდა, რომ მეწყერი დარიალის ხეობაში, სადაც დევდორაკის მყინვარის ნაწილი ჩამოწვა, გამოიწვია ვულკანური პროცესების გააქტიურებამ კავკასიის ქედის მთიან მასივში, კერძოდ, ვულკან ყაზბეგის წიაღში, რის შედეგადაც მთის ქანების ტემპერატურა გაიზარდა, მყინვარი მოდნა და ხეობაში ჩამოწვა.
2018 წლის 2 იანვარს „საქინფორმის“ ჰიპოთეზა დაადასტურა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ, რომელმაც ყაზბეგზე (მყინვარწვერზე) ვულკანის ამოფრქვევის საშიშროებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იქ ყოველდღიურად 91 მიწისძვრა ფიქსირდება და მაღალი სეისმური აქტიურობა მძინარე ვულკანის ნიშნებს არ შეესაბამება (დაწვრილებით წაიკითხეთ საიტზე «Спутник – Грузия»).