სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ოჯახი აშშ-დან ქართველ მედიკოსს ელოდება

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლამ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. 19 წლის ახალგაზრდას ოჯახი შეერთებული შტატებიდან ქართველი მედიკოსის ჩამოსვლას ელოდება.
პარალელურად, მაჩალიკაშვილები ხელისუფლებისგან განმარტებებს ელიან.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, მაგრამ ხელისუფლება დუმს. უმისამართო ტყვიამ შეიწირა, სადღაც რაღაც გამოიგონეს, სურათი გადაუღეს, ტელეფონის ნომერი გადააკეთეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ეს უსასტიკესი დანაშაული გამოასწორონ", - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.