აქტუალური
იანვრიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის იანვრიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.
იანვრიდან ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.
ამ პროცესს წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის მომზადება უძღოდა. ხედვა 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.