გურჯაანის რაიონის საბავშვო ბაღებში გადასახადი გაორმაგდა
1 თებერვლიდან გურჯაანის რაიონის საბავშვო ბაღებში გადასახადი გაორმაგდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის - ლელა თევდორაშვილის განცხადებით, თუ აქამდე მშობელს ბავშვის კვებისთვის დღეში 25 თეთრის გადახდა უწევდა, ამიერიდან 50 თეთრს გადაიხდის.
„სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დასაფინანსებლად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 667 500 ლარი გამოიყო, რაც შარშანდელზე 48 ათასი ლარით ნაკლებია. ერთ ბავშვზე დღიური კვების საფასური 85 თეთრს შეადგენს, აქედან მშობელი 50 თეთრს იხდის, ხოლო 35 თეთრი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება,“ - განაცხადა ლელა თევდორაშვილმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – გია ენუქიძის განცხადებით, მშობელი ვალდებულია, ბავშვის კვება უზრუნველყოს. „ბიუჯეტმა რის საშუალებაც მოგცვა, ბაღებს ის თანხა გამოვუყავით“, - აღნიშნა ენუქიძემ.