სამართალი
თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქართველი ცოლ-ქმარი ტრაპზონის პროვინციაში, ქალაქ ოფის მახლობლად - ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
ისინი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. თურქული საინფორმაციო სააგენტო „მილიეთის“ ცნობით, მათი საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.