სამართალი
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ინტერპოლის საიტის მონაცემებით, შოაიფ ბორზიევი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს, 23 წლისაა.
ბორზიევი ჩეჩნეთში, სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში 1994 წლის 27 ივლისს დაიბადა. ის რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ინტერპოლის საიტზე ბორზიევის ბავშვობის ფოტოა განთავსებული.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ მისი ვინაობა დადგენილია და იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია.