აქტუალური
საქართველოს ავიასივრცემ ინვესტორები ვერ დააინტერესა

china-southernმთავრობის პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველოსადმი ინტერესი ბევრ ავიაკომპანიას გაუჩნდა და იანვრიდან ირლანდიური”რაინერ ეარეის”, იტალიური “ალ-იტალიასა” და “მერიდიანა ფლაის”, ჩინური “ჩინა საუთერნ ეარლაინისა” და ისრაელის “ელ-ალ ისრელ ეარლაინსის” თვითმფრინავები ფრენას განახორციელებდნენ, არ გამართლდა. წლის მინისტრად აღიარებული ვერა ქობალია იმასაც პროგნოზირებდა, რომ ამდენი კომპანიის შემოსვლით ავიაბილეთების ფასი შემცირებას დაიწყებდა. თუმცა ამ დროისთვის საქართველოს საჰაერო სივრცეში “თურქიშ ეარლეინსის” თვითმფრინავებისთვის მყუდროება არავის დაურღვევია. თუ არ ჩავთვლით კანადურ ავიაკომპანია ,,კენ ბორეკ ეარის” 19 ადგილიან თვითმფრინავებს, რომლებიც რეისებს თბილისი-მესტიის მიმართულებით ასრულებენ.