რელიგია
სომეხი ერის სახელით მადლობას გიხდით ლოცვისათვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის! - სერჟ სარგსიანი

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისას. ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ აღსაყდრების 40 წლის იუბილე და კიდევ ერთხელ აღნიშნო თქვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაო. მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის.
მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები, გვაკავშირებს ათასობით წლის მეგობრობა და მადლობა ღმერთს, ამ წლების განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო ჩვენი ურთიერთობის დარღვევა. ჩვენ აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ ისტორიულ საფუძვლებზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობ ღრმავდება და გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა სარგსიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ილაპარაკა. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და ერთმანეთის დახმარება გვჭირდება”, – აღნიშნა ილია მეორემ.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნე.