აქტუალური
რა გააკეთა კალაძემ თვე-ნახევრის განმავლობაში

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახ კალაძემ ქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე თვენახევრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ილაპარაკა. კალაძე თბილისის მერის თანამდებობაზე მუშაობას 12 ნოემბერს შეუდგა და მაშინვე ქალაქის მთავრობაში სერიოზული რეფორმების, მათ შორის - ტრანსპორტისა და მშენებლობის კუთხით, შესახებ განაცხადა. პირველ რიგში, ჩვენ დავიწყეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური მმართველობის განხორციელებაა", — განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის გაუქმდა მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია, ასევე ე. წ. ზონალური საბჭო.
კალაძემ, ასევე, აღნიშნა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ წელს დაიწყო ორბელიანის მოედნის რესტავრაცია. ეს არის იმ დიდი გეგმის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ნაწილი, რომლის განხორციელება დავიწყეთ. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები, დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 52 მილიონი ლარი ჯდება", — განაცხადა მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტს ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი და მადლობა გადაუხადა მას. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ნორმების გამკაცრებასა და უკანონო მიშენებებზე. მან აღნიშნა, რომ დედაქალაქში დაფიქსირდა უკანონო მიშენებების დიდი რაოდენობა, რომელთა მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე გააფრთხილა მათი დემონტაჟის აუცილებლობის თაობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ქალაქის განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში", — აღმნიშნა მერმა.
ქალაქის მთავრობის მეთაურმა ასევე ილაპარაკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შემოღების აუცილებლობაზე, რადგან დღემდე ქალაქში არის ისეთი რაიონები და ქალაქები, სადაც არ მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან მოძრაობს, მაგრამ ძალიან დიდი ინტერვალით. შესაბამისად, დედაქალაქს ორი ახალი მარშრუტი დაემატება — 54- და 64-, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და რამდენიმე დღეში უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას", — აღნიშნა მერმა.
№54 ავტობუსი დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით ივლის; ხოლო №64 — ხილიანიდან რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. კალაძემ აღნიშნა, რომ სოფელ დაბის მოსახლეობისთვის უკვე ამუშავდა №82 მარშრუტი.
მერიის მუშაობაზე საუბრისას კალაძემ ასევე ილაპარაკა თბილისელებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საცობებთან ბრძოლის ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში ქალაქის მერიამ დაგეგმა ნაგვის ღამის საათებში გატანის საპილოტე პროექტი. პროექტის განხორციელება მომავალი წლის 1 მარტიდან დაიწყება.
მიმდინარე წელს მთავრობის სხდომაზე ბოლო გამოსვლის დასასრულ კალაძემ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

sputnik-georgia