საზოგადოება
პროტესტი საწვავის ფასის გამო

sawvavi2ხვალ, 2011 წლის 5 თებერვალს, ეკონომიკის სამინისტროსთან საწვავის ფასის ზრდის გამო აქცია იგეგმება. ამის შესახებ მოწოდება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში”გაჩნდა, სადაც აქციას 5000-მდე მომხმარებელი უკვე შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ნავთობიმპორტიორები დაახლოებით 30-თეთრიანი მარჟით მუშაობენ, მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტებით 10–თეთრიანი მარჟაც კი დიდ მოგებად ითვლება. ის, რომ საქართველოში საწვავის ფასი არაადეკვატურია და ამ სფეროში მონოპოლიაა დამკვიდრებული, ექსპერტებმა არაერთხელ დაადასტურეს. ნავთობიმპორტიორთა კავშირში ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ფასის გაანგარიშებას არასწორად ახდენს.