საზოგადოება
სტალინისტებმა გორში წითელი დროშებით მსვლელობა გამართეს (ვიდეო)

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. იოსებ სტალინის თაყვანისმცემლებმა მისი დაბადების დღე ბელადის სამშობლოში — გორში მსვლელობით აღნიშნეს (ვიდეო იხ. აქ).
იოსებ სტალინის ხსოვნის პატივსაცემად მის დაბადების დღეზე გორში, ბელადის სახლ-მუზეუმთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ სტალინის პლაკატები და პორტრეტები, ასევე საბჭოური სიმბოლიკის წითელი დროშები. შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც 2010 წლამდე ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან სტალინის ძეგლი იდგა.