პუბლიკაციები
პოლონეთში ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა მონუმენტის დადგმას გეგმავენ

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. პოლონეთში ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა მონუმენტის დადგმას აპირებენ. ძეგლის ცენტრში სარზე წამოგებული ბავშვის ფიგურაა წარმოდგენილი. როგორც პოლონური გამოცემა Onet.pl იუწყება, კომპოზიცია წარმოადგენს 15-მეტრიანი არწივის სკულპტურას, რომელის შუაგულშიც ჯვარია ამოჭრილი. მონუმენტის ნაწილი უნდა გახადეს ასევე მესერი, რომელიც ადამიანების მოჭრილი თავებია გამოსახული. როგორც გამოცემასთან საუბარში პოლონელი ექსპერტების უმრავლესობა მონუმენტის არქიტექტურას და წარმოდგენილ სასტიკ სიმბოლოებს აკრიტიკებს. მათი თქმით, ეს ძეგლი მსვხერპლთა მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს.
ვარშავის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის ექსპერტის ანჟეი შეპტიცკის თქმით, ეს მონუმენტი უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობებში დაძაბულობას გამოიწვევს.
„ჩვენ ვითხოვთ უკრაინისაგან ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის განახლებას. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა გააუმჯობესებს თუ არა ეს ძეგლი ურთიერთობებს? მე ვფიქრობ არა“ – ამბობს ექსპერტი.ახალი ძეგლის დადგმა ქალაქ ტორუნშია დაგეგმილი.
უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთში რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. ვიზიტის მიზანი პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის მოხსნა იყო.
1943 წელს ვოლინში დატრიალებული ტრაგედია, რა დროსაც ათასობით პოლონელი დაიღუპა, 2016 წელს პოლონეთის სენატმა გენოციდად აღარა.