საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ჯერ კიდევ 2010 წლის 16 დეკემბერს „საქინფორმმა“ პუბლიკაციაში „გუბერნატორმა 4 მილიონი ევრო მოიპარა!“ გამოაქვეყნა სკანდალური ინფორმაცია ლადო ვარძელაშვილის მიერ 08.08.08 ომის შემდეგ საქართველოში შემოსული დონორი ქვეყნების ფულადი დახმარების ნახევრის - 4 მილიონი ევროს - დატაცების შესახებ, რომელიც დევნილებისთვის სახლების აშენებაზე უნდა დახარჯულიყო, სინამდვილეში კი სააკაშვილისთვის ქრთამის სახით იქნა გადახდილი ვარძელაშვილი-აკოფოვის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნისათვის!
გუშინ, 2017 წლის 21 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაადასტურა, რომ „საქინფორმი“ მაშინ მართალი იყო!
რიგგარეშე სესიაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ელენე ხოშტარიას მიერ პრემიერ კვირიკაშვილისთვის დასმულ კითხვაზე - როდის დაკმაყოფილდებიან დევნილები ბინებით და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი? - სოფო კილაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„ის 4 მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან 2008 წელს, რომ მიგემართათ დევნილებისთვის, რაზეც იყო რეალურად გამოყოფილი ეს თანხა, კაცმა არ იცის, სად აორთქლდა, სად წავიდა ეს ფული, დარწმუნებული ვარ, დღეს ქალბატონ ელენეს ამ კითხვის დასმა არ მოუწევდა ბატონი სოზარისთვის, ბატონი პრემიერისთვის იმიტომ, რომ ყველა დევნილი საქართველოში დაკმაყოფილებული იქნებოდა საცხოვრებლით. დღეს ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა – ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ფართებით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს პროცესი ბოლომდე მივა“.
ბრავო, სოფო! მაგრამ სად იყურებოდა 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?! სად არის პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ქურდების წინააღმდეგ, რომლებმაც 4 მილიონი ევრო მოიპარეს?!