სამართალი
რეფერირების სისტემა ეფექტიანად ვერ მუშაობს - გიორგი გახარია

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9%
შემთხვევები, მაგრამ ასევე ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებშიდანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა“, – განაცხადა გახარიამ.
აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური. მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით ინსტიტუციონალურად ნდა დაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით, რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრულწლოვანთა რესოციალიზაციაზე, - განაცხადა შს მინისტრმა.