აქტუალური
აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ საქართველოსთვის გადმოცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ანტისატანკო სისტემისჯაველინებისშესყიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, გუშინ აშშ-ის კონგრესმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და მინდაყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატან სისტემისჯაველინებისშესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს მქონდა პატივი და მივმართე წერლობით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მინდა, დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილებაჯაველინებისგადმოცემასთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს ორიგინალი. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ სისტემის გადამოცემისა.
ეს არის საერთო, სახალხო, მთელი სახელმწიფოს მიღწევა და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.