რედაქტორისგან
ამერიკული ფონდი „მემკვიდრეობა“ – გეგმები საქართველოში

heritageდღეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მთელი რიგი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ მუშაობენ. ერთ–ერთი მათგანია ფონდი „მემკვიდრეობა“, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს.

ამერიკულმა ფონდმა „მემკვიდრეობამ“ მოამზადა ღონისძიებათა გეგმა ოფიციალური თბილისის მხარდასაჭერად საერთაშორისო საინფორმაციო–პროპაგანდისტული კამპანიის ჩატარების საკითხში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კონფლიქტების თაობაზე.

ამ კამპანიის ფარგლებში, 2011 წლის განმავლობაში „მემკვიდრეობა“ აშშ–ში კონფერენციების სერიის ჩატარებასა და სამეცნიერო გამოკვლევებისა და დოკუმენტური ფილმების გადაღებებისთვის პრემიების დაწესებას გეგმავს შემდეგ თემებზე:

 

– რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების „გაჩაღებაში“;

–სამხრეთ კავკასიაში სამხედრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული და საინფორმაციო უსაფრთხოების პრობლემები;

–დევნილებისა და ლტოლვილების მდგომარეობა საქართველოში;

–ეთნიკური უთანხმოების დაძლევა ქართველ საზოგადოებაში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია პოსტკონფლიქტური დარეგულირების პრობლემებზე მომუშავე ანტირუსული მიმართულების სამოქალაქო სამეცნიერო ინიციატივების, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციების, ბლოგერთა ჯგუფებისა და სტუდენტური ასოციაციების (აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სტუდენტების მონაწილეობით) შექმნა და განვითარება.

ფართო საერთაშორისო რეზონანსისა და მსოფლიო თანამეგობრობაზე აქტიური საინფორმაციო ზემოქმედების უზრუნველსაყოფად დაგეგმილია შემუშავებული პროექტების სარეალიზაციოდ პარტნიორულ ორგანიზაციათა რესურსებისა და გამოცდილების, ასევე, საქართველოსა და აშშ–ის ცნობილი პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და კინოდოკუმენტალისტების მოზიდვა.

ზემოხსენებული პროექტის ბიუჯეტი არცთუ დიდია – სულ რაღაც 365 ათასი აშშ დოლარი.

(საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ამ ინფორმაციას აქვეყნებს ვებსაიტის – www.heritage.org მასალების მიხედვით)