სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.
იმის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, მის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ამ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.