საზოგადოება
"დახვრეტილი საქართველო"

zviadi-tebervaliსაქართველოში ზუსტად 19 წლის წინათ მოხდა ერთ-ერთი შემზარავი ფაქტი – სახელმწიფოს სათავეში მოსულმა სამხედრო ხუნტამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მანიფესტანტებს. ამ დღის აღსანიშნავად 2 თებერვალს ხსოვნისა და გლოვის აქცია მოეწყო.

,,დღევანდელი დღე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია... – ამბობს 9 აპრილის საზოგადოების თავმჯდომარე და ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" ლიდერი თამაზ ბიბილური, – 1992 წლის 2 თებერვალს, როცა ვაგზლის მოედანზე შეკრებილი მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეები ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდენ, ხუნტისტებმა მშვიდობიან მანიფესტაციას გმირთა მოედანთან ცეცხლი გაუხსნეს.

აქ სხვა გმირებთან ერთად დაიღუპა ახალგაზრდა კაცი – მედროშე მამუკა ტერიშვილი.

 

ამ დღეს საბოლოოდ გამჟღავნდა ხუნტის დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, გაშიშვლდა მისი მიზნები: მოდიოდნენ დემოკრატიის ნიღბით, მაგრამ მოგვევლინენ მკვლელებად, ტერორისტებად’’.

აქციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა, რომელშიც მოითხოვენ იმ ტრაგიკული მოვლენების გამოძიებას და შესაბამის შეფასებას.