აქტუალური
აშშ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისგან სირიაში ახალ შიარაღებულ ფორმირებებს ქმნის

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. დევნილების ბანაკთან ელ-ჰასაკის პროვინციაში (ქალაქ ეშ-შადადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში), ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით შეიარაღებული ფორმირებები „ახალი სირიული არმია“ იქმნება, - იუწყება სირიაში მტრული მხარეების შერიგების რუსეთის ცენტრი. საკუთარ სახლებში დაბრუნებული დევნილების თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ მოსამზადებელი კურსის დამთავრების შემდეგ ფორმირებებს სირიის სამხრეთში გადაისვრიან სამთავრობო ჯარებთან საბრძოლველად. თვითმხილველების მონათხრობით, საერთაშორისო კოალიცია მსგავს „პლაცდარმს“ ამ მიზნებისთვის 6 თვეზე მეტია, იყენებს. ამასთან, ახლა იქ დაახლოებით 750 ბოევიკი იმყოფება. ძირითად ბირთვს შეადგენენ ისლამური სახელმწიფოს 400-ზე მეტი ტერორისტი, რომლებიც ოქტომბერში აშშ-ის დახმარებით გავიდნენ რაკადან.