საზოგადოება
,,საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ’’ 150 აქტივისტის მონაცემები ევროსტრუქტურებს გადაუგზავნა.
როგორც კინოს სახლში გამართულ შეხვედრაზე ,,წინააღმდეგობის მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, მათ აქტივისტებს ამიერიდან ევროსტრუქტურების მიერ სამართლებრივი დაცვა ექნებათ.ინაშვილის თქმით, ,,წინააღმდეგობის მოძრაობაში’’ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა, რომელთა მონაცემები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამის სტრუქტურებში რეგულარულად გადაიგზავნება.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლება უკანონო სამართლებრივ დევნას დაიწყებს, ევროსტრუქტურები საქმის კურსში იქნებიან და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენენ“, – განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის საქმიანობის შესახებ საქმის კურსში ევროკომისია და მისი პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო არიან.
წინააღმდეგობის მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მოძრაობის რიგებში აქტივისტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს.