სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

      საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული .. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.