სამართალი
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქველმოქმედო ფონდ იავნანას დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 13 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. როგორც მთავარ პროკურატურაში „პირველ არხს“ განუცხადეს, საქმე ეხება ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.
უწყება გამოკითხვაზე დაბარების შესახებ პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. იავნანას ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით მთავარ პროკურატურას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 14 სექტემბერს მიმართა. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.