უცხოეთი
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სირიიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით სირიაში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამხედრო ბაზა „ხმეიმიმზე“ იმყოფება. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ლატაკიის პროვინციაში რუსულ სამხედრო ბაზაზე პუტინი პირველად იმყოფება.
ჯარისკაცებთან საუბრის დროს, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიის ომში 2015 წელს, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ჩაერთო. რუსეთის სამხედრო ავიაცია ჩართული იყო როგორც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“, ასევე სირიის ამბოხებული ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციაშიც.

1tv.ge