უცხოეთი
აშშ რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს.
დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა დამატებით შეზღუდვებს, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავა.
ეს არის ვაშინგტონის პასუხი რუსეთის მიერ "საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების" დარღვევაზე.
ვაშინგტონმა მოსკოვი სარაკეტო შეთახნმების დარღვევაში ახალი თაობის "ისკანდერების" ტიპის რაკეტების გამოცდის შემდეგ დაადანაშაულა.
ექსპერიმენტის შემდეგ შეერთებული შტატების სახელწიფო უწყებებმა ხისტი განცხადებები გააკეთეს, თუმცა დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ინფრომაცია გავლენიანმა გამოცემა პოლიტიკომ გაავრცელა.
მიუხედავად ამისა, მოსკოვი პუბლიკაციას უკვე ოფიციალურ დონეზე გამოეხმაურა. სერგეი ლავროვის მოადგილემ სანქციებს "სასაცილო" უწოდა და ვაშინგტონს ანალოგიური საპასუხო ზომებით დაექმურა.

rustavi2.ge