ბრიუსელში საქართველო-ნატოს კომისიის მონაწილეებმა 2019 წელს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხები განიხილეს
პოლიტიკა
ბრიუსელში საქართველო-ნატოს კომისიის მონაწილეებმა 2019 წელს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხები განიხილეს

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ჩვენ განვაგრძობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციას, რაშიც შთამბეჭდავ პროგრესს ვაღწევთალიანსი ერთგულია საქართველოსთვის იმ რეკომენდაციებისა და ინსტრუმენტების წარდგენისა, რაც აუცილებელია ნატოს შესაძლო წევრობისთვის", — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, კერძოდ, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მისიაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრებ არ არიან.