საოცარია, რომ რუსეთის დიდი ხნის “მეგობრები”, რომლებსაც კრემლი მეგობრობის ორდენებით აჯილდოებს, რუსეთის მტრები ხდებიან! სწორედ ასეთი მეტამორფოზა დაემართა კომპანია „ExxonMobil“-ის მთავარ მმართველს რექს ტილერსონს და ქართველ მომღერალსა და მსახიობს ბუბა კიკაბიძეს, რომელმაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოს მიღებაზეც კი უარი თქვა.
მიმინო იქით იყოს, ის ყოველთვის კარის „კონიუნქტურშჩიკი“ იყო და განსაკუთრებული გონიერებით არ გამოირჩეოდა, თანაც ჩვენ ყველას - სსრკ-ის ხალხებს, იმდენი სიხარული გვაჩუქა, რომ ბერიკაცს ეპატიება კიდეც...
მაგრამ ასეთი რამ არ ეკადრება მსხვილ ბიზნესმენს, ახლა კი დამატებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რომელმაც ანტირუსული რიტორიკით დიდი ხანია, მაკკეინსა და სააკაშვილსაც კი გადაასწრო!
ინებეთ სულ ცინცხალი მაგალითი: გუშინ. ა.წ. 7 დეკემბერს, ვენაში, როდესაც ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოდიოდა სიტყვით, რექსმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თანდასწრებით, განაცხადა, რომ „რუსეთი აიარაღებს, ხელმძღვანელობს, წვრთნის აღმოსავლეთ უკრაინაში ანტისამთავრობო ძალებს და მათ გვერდით იბრძვის“ (!).
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ძალადობის წყარო - რუსეთი აიარაღებს, ხელმძღვანელობს, წვრთნის ანტისამთავრობო ძალებს და მათ გვერდით იბრძვის. მოვუწოდებთ რუსეთს და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ძალებს, შეწყვიტონ ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დევნა, დაშინება და მასზე თავდასხმა!“.
ფუ, რექს! ფუ!
აბა, სხვა რა კომენტარის გაკეთება შეიძლება ამაზე?!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 8 დეკემბერი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი.