აქტუალური
კიევში, უმაღლეს რადასთან, სააკაშვილის კარვების ქალაქში შეხლა-შემოხლაში 16 ადამიანი დაშავდა

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში, რადას სიახლოვეს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ მოწყობილ კარვების ქალაქში მომხდარ შეხლა-შემოხლაში დაშავებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 16 ადამიანი შეადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ დილით უცნობი პირები კარვების ქალაქს დაესხნენ თავს და მის მხარდამჭერებს სცემეს (ვიდეო იხ. აქ).
პოლიციამ განმარტა, რომ კარვების ქალაქში სააკაშვილს ეძებდა, რომელზეც ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული, რა დროსაც პოლიტიკოსის მომხრეებმა პროვოკაციები მოაწყვეს, თუმცა სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხლა-შემოხლაში 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომელი, ხოლო ორი სამოქალაქო პირი იყო.
მედიკოსების წინასწარი მონაცემებით, დაშავებულ პოლიციელებს თავის ტვინის დახურული ტრავმები, მოტეხილობები და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.