უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას
საზოგადოება
უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს,  დაემორჩილოს მთავრობას. არსენ ავაკოვის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია, უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლის ღვრის პროვოცირებისგან.
ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსვალი არ იქნება. სააკაშვილი ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრადებას, – წერს არსენ ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.