დაზვერვის სამსახური სუს-ის შემადგენლობაში არ შევა და დარჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში
აქტუალური
დაზვერვის სამსახური სუს-ის შემადგენლობაში არ შევა და დარჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ გამოითხოვა პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტი კანონში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, რომელიც დაზვერვის სამსახურის გაუქმებას და მისი ფუნქციების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას გულისხმობს. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში იმ კანონპროექტთა შორის დაარეგისტრირა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის რეფორმირებას ითვალისწინებს. კომიტეტების ნაწილმა ეს კანონპროექტი მოიწონა, ამავე დროს მან ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
დღეს მივმართეთ ბიუროს და გამოთხოვილ იქნა ის კანონები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე პარლამენტთან, და მიღებულ იქნა მსგავსი გადაწყვეტილება“, — განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.
საქართველოს მთავრობა თავის ახალ გადაწყვეტილებას დიდი საგარეო გამოწვევების არსებობით ხსნის.